twitter


წლის წარმატებული პედაგოგები
    ბლოგი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. აქ   წარმოდგენილია მასალები პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებშია შექმნილი.
 ამჟამად ქვაბღის საჯარო სკოლაში ვმუშაობ, თუმცა მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი  ასახავს ჩემს ნამუშევარს შუაფხოს საჯარო სკოლაში, სადაც საკმაოდ დიდი დრო გავატარე. ზოგადად, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაობა მიხდება მაღალმთიან სოფლებში, სადაც ბავშვების რაოდენობა მკვეთრდაა შემცირებული, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პროფესიონალი კადრების სიმწირე. მიუხდავად ამისა, ასეთ რეგიონებს აქვს სერიოზული რესურსი და განვითარების შესაძლებლობა, თუკი სათანადო ყურადღება და ხელშეწყობა ექნებათ.

ბლოგის მიზნებია:
  • საკუთარი ნამუშევრის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.
  • პედაგოგიური გამოცდილების: გამოყენებული მეთოდების, სტრატეგიების, მიდგომების გაზიარება. 
  • მაღალმთიანი რეგიონის სკოლების ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამაში მონაწილეობა, ჩემთვის პროფესიონალური და პიროვნული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა იყო: აქ შევიძინე ის ცოდნა, უნარ–ჩვევები, დამოკიდებულებანი რომლის გარეშეც თანამედროვე განათლება წარმოუდგენელია. საინტერესოა ის,  რომ პროგრამამ საშუალება მომცა გავცნობოდი საქართველოს  უნიკალურ , მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ნაცნობ კუთხეებს , მათ კულტურას , ტრადიციებს  და ა. შ.  პროგრამის ფარგლებში   პრიორიტეტებად  შემდეგი მიმართულებები დავისახეთ:
·  ახალი პედაგოგიური მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში.
· საინფორმაციო– საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ეფექტურობის გაზრდა.
·  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი პედაგოგებისათვის
· თემის ჩართულობის ზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
პორტფოლიო მომზადდა ელექტრონული ფორმით. ეს ბლოგი და მასთან დაკავშირებული  ყველა ელექტრონული მასალა (შინაარსი) ჩემს მიერაა შექმნილი.  რა თქმა უნდა  ხარვეზებისაგან დაზღვეული არ არის. გარდა ამისა, ნებისმიერი სახის პროფესულ შენიშვნასა და რჩევას სიამოვნებით გავიზიარებ.

დავით ჩივაძე
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"კონსულტანტ–მასწავლებელი






0 коммент.:

Отправить комментарий

"პუნიკური ომები"

"ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა"

"ჯვაროსნული ლაშქრობები"